თემურ ცამციშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 1 ნოემბერს გაიმართება
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს, ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ცამციშვილის საქმეზე იმსჯელა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი 4 მოწმე დაიკითხა.
ცამციშვილის ადვოკატის ელისო დათუსანის განმარტებით, ოთხივე მოწმემ დაადასტურა
ის, რომ ხელოვანების ქუთაისიდან თბილისში გადაყვანის დროს
გვირაბი გადაკეტილი იყო და შემოვლითი გზით უხდებოდათ გადაადგილება.
ცამციშვილის მორიგი სასამართლო პროცესი, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს
გაიმართება. შეგახსენებთ, რომ თემურ ცამციშვილს გამოძიება სამსახურებრივი
უფლებამოსილების გამოყენებით თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია
იმაზე, რომ თბილისიდან ქუთაისამდე ტრანსპორტირებისთვის ქუთაისელ
ხელოვანებს ცამციშვილმა იმაზე მეტი თანხა გამოუწერა, ვიდრე საჭირო იყო.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა