|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიიდან სამსახურის უფროსს ათავისუფლებენ – წოწონავა მოლაპარაკებებს თბილისში მართავს

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შესაძლოა თანამდებობიდან გაათავისუფლონ.

newpress.ge-ის ინფორმაციით, აღნიშნული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ წოწონავას თანამდებობის დასატოვებლად განცხადებას აწერინებენ. 
ამ დროისთვის წოწონავა სამსახურში არ იმყოფებდა. როგორც თავად newpress.ge-სთან სატელეფონო საუბარში განმარტავს, ის 3 დღიანი შვებულებით სარგებლობს, რომლესაც თბილისში, სამსახურეობრივი და პირადი საკითხების მოსაგვარებლად  ატარებს.
ვახტანგ წოწონავა, თანამდებობიდან წასვლის მიზნით მის მიერ განცხადების დაწერას არ ადასტურებს. თუმცა, აღნიშნავს, რომ თბილისიდან სხვა თანამდებობაზე გადასვლის შეთავაზება აქვს. 
"სამი დღით თბილისში, ოჯახურ საქმეებზე წამოვედი. თუმცა, არ დავმალავ, რომ დედაქალაქში სამსახურის თაობაზე შემოთავაზებები მაქვს," – განაცხადა ვახტანგ წოწონავამ.
newpress.ge-ის ინფორმაციით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა ვახტანგ წოწონავას, ქუთაისის ყოფილი მერის, დიმიტრი კოპალიანის გადადგომისთანავე "შესთავაზეს". თუმცა, იმ დროისათვის წოწონავამ თანამდებობის დატოვება საკუთარი განცხადების საფუძველზე "არ მოისურვა".
აღსანიშნავია, რომ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ქუთაისის ახლად დანიშნული ვიცე–მერები არ სწყალობენ.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ წოწონავა ზემოთ აღნიშნულ თანამდებობაზე, ქუთაისის მერის პოსტზე დიმიტრი კოპალიანის მოსვლის შემდეგ დაინიშნა. მანამდე ის ქუთაისში, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა