ქუთაისის მერის მოვალეობას თენგიზ თოფურიძე 8 ოქტომბრამდე შეასრულებს
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი მიმდინარე წლის 8 ოქტომბრამდე, ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძე იქნება.
თუმცა, როგორც აქამდე ცნობილი იყო, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე ვიცე–მერი, კოტე ლომიძე უნდა ყოფილიყო.
ამ დროისათვის ლომიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
როგორც თოფურიძე newpress.ge-სთან საუბრისას აცხადებს, აღნიშნული ცვლილების შესახებ მან ბრძანება გუშინ მიიღო. თენგიზ თოფურიძის განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას, რადგან კოტე ლომიძესთან ერთად, ერთ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



14:27
11:00
13:42
12:40
10:44
















