|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დასუფთავების გადასახადს მოსახლეობის 60% იხდის

ქუთაისის მერიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ქალაქში დასუფთავების მოსაკრებლის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა.

როგორც მერიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ დეისაძე განმარტავს, აღნიშნულმა სამსახურმა 9 თვის გეგმა 5000 ლარის გადაჭარბებით შეასრულა.
"2013 წელს დასუფთავების მოსაკრებლის გეგმა გაიზარდა და გახდა 1 400 000 ლარი. პირველი ორი კვარტლის გეგმაზე ჩამორჩენა შეადგენდა 93 515 ლარს. მიმდინარე წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით, ფაქტიური შესრულება 1 053 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში შემოვიდა 447 000 ლარი, რის შედგეგად 9 თვის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა," – ამბობს თამაზ დეისაძე. 
როგორც დეისაძე აცხადებს, მოსაკრებელის გადაჭარბებით შესრულება მერიის დასუფთავების სამსახურში თანამშრომლების სწორად გადანაწილებისა და სამუშაოების წინასწარი დაგეგმვის საფუძველზე მოხდა.
დეისაძის თქმით, ინდმეწარმეებისა და მოსახლეობის უმეტესობა აქამდე დასუფთავების გადასახადს არ იხდიდა. თუმცა, დღეს საწარმოების და მოსახლეობის 60% უკვე დასუფთავების გადასახადს იხდის. 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა