სააკაშვილმა წყალტუბოს გადაუფრინა – შეჩერებული პროექტები ვერტმფრენიდან
დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა თბილისსა და დასავლეთ
საქართველოში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები ვერტმფრენით დაათვალიერა.
ობიექტების მოსანახულებლად მიხეილ სააკაშვილი თბილისის
საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა. დასავლეთ
საქართველოსკენ ფრენისას, სააკაშვილმა წყალტუბოსაც გადაუფრინა, სადაც ყურადღება გაამახვილა
წყალტუბოს ინფრასტრუქტურულ და გასართობ პროექტებზე. „გვქონდა ჩვენ პროექტი დაწყებული,
რომლითაც წყალტუბოში ეს პარკები უკვე უნდა იყოს დამთავრებული, ზაფხულში უნდა დაგვემთავრებინა. ასევე, ახალი აბანოები, რომლებსაც სახელწიფო აშენებდა
და საქართველოში ერთ–ერთი ყელაზე დიდი სასტუმრო
– „ინტერკონტინენტალი“, ყოფილი „შახტიორის“
ბაზაზე, რომელიც გაჩერდა.
პრაქტიკულად ცოტათი გრძელდება მსოფლიო ბანკის პროექტები,
მაგრამ მთავარი პროექტი წყალტუბოში, რომელიც ითვალისწინებდა მთლიანად მთელი ინფრასტრუქტურის
შეცვლას, გაჩერებულია იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს ფული იქნა ამოღებული.
პროექტირების სტადიაზე ვიმყოფებოდით გვირაბის, რომელიც
წყალტუბოდან ლენტეხის მთების გავლით, უნდა შესულიყო თეთნულდის კურორტზე. წელს ზაფხულში ეს კურორტი უკვე უნდა დამთავრებულიყო,
იმიტომ, რომ ზამთარში უნდა გახსნილიყო. ერთი
თეთრი არ დახარჯულა აქ ინფრასტრუქტურაზე და კომუნიკაციების მიყვანაზე“ – განაცხადა სააკაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი