|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნების“ მიერ ქუთაისში ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიება დაიწყო

პოლიტიკური კოალიციაქართული ოცნებისმიერ, ქუთაისში ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის თაობაზე იმერეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარმა სამმართველო გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ განცხადება დღეს გაავრცელა.

2012 წლის 5 ივნისს, მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მხრიდან ამომრჩეველთათვის საარჩევნო ფლაერებზე დართული მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობების გადაცემის დაპირების შემცველი ბლანკების დარიგების  შესახებ.

ვინაიდან აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ფაქტების შესწავლის მიზნით, გამოძიება დაწყებულია იმერეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გამოძიებას ზედამხედველობას უწევს პროკურატურა,“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური საქმიანობის უფლება.

გამოძიების მიზანია დანაშაულებრივი ჩარევისაგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვა და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფა,“ – აღნიშნუილია განცხადებაში.

 

ავტორი: "ნიუპრესი"

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა