კეთილმოწყობის სამსახური – ქუთაისში წყალგაყვანილობის სამუშაოებს არანაირი ხარვეზები არ აქვს
პარტია "თავისუფალი საქათველოს" იმერეთის ორგანიზაციის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩაზე სამუშაოები უხარისხოდ სრულდება, ქუთაისის მერიაში არ ადასტურებენ.
აღნიშნულ ქუჩაზე, მიმდინარე წყალგაყვანილობის სამუშაოებზე პასუხისმგებლობას ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრიც იხსნის.
სერვისცენტრში აცხადებენ, რომ ბერი თევდორეს ქუჩაზე მიმდინარე წყალგაყვანილობის სამუშაოებზე, პასუხისმგებელი ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურია.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში კი გამნმარტავენ, რომ ბერი თევდორეს ქუჩაზე წყალგაყვანილობის სამუშაოები სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს და დარღვევებს ადგილი არა აქვს.
"ბერი თევდორეს ქუჩაზე წყალგაყვანილობის მილები ისეთ სიღრმეზე იყრება, რომ მას ავტომობილები ვერ დააზიანებენ. ასე, რომ ამ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს არანაირი ხარვეზები და პრობლემები არა აქვს," – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ზამბახიძე.
შეგახსენებთ, რომ ბერითევდორეს ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები რამდენიმე დღის წინ, პარტია "თავისუფალი საქარველოს" იმერეთის ორგანიზაციამ გააკრიტიკა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას მტკიცებით, აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობდა. რადგან წყალგაყვანილობის მილებს სტანდარტების დაცვის გარეშე აწყობდნენ. რის გამოც, წულაია წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალის
დაშლას და მათი საქმიანობის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემას
მოითხოვდა.
აღნიშნულ ქუჩაზე, მიმდინარე წყალგაყვანილობის სამუშაოებზე პასუხისმგებლობას ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრიც იხსნის.
სერვისცენტრში აცხადებენ, რომ ბერი თევდორეს ქუჩაზე მიმდინარე წყალგაყვანილობის სამუშაოებზე, პასუხისმგებელი ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურია.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში კი გამნმარტავენ, რომ ბერი თევდორეს ქუჩაზე წყალგაყვანილობის სამუშაოები სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს და დარღვევებს ადგილი არა აქვს.
"ბერი თევდორეს ქუჩაზე წყალგაყვანილობის მილები ისეთ სიღრმეზე იყრება, რომ მას ავტომობილები ვერ დააზიანებენ. ასე, რომ ამ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს არანაირი ხარვეზები და პრობლემები არა აქვს," – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ზამბახიძე.
შეგახსენებთ, რომ ბერი
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა