|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნებიდან" გელა გაბადაძის გაშვება არ დასტურდება

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიზინა ივანიშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი გელა გაბადაძე დაითხოვა. ნიუპრესს.გე შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას. გელა გაბადაძემ არ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი. "მე ძველ რეჟიმში ვაგრძელებ მუშოაბას. კოალიციის ქუთაისის ოფისის მენეჯერი გახლავთ ზაზა მეთაფლიშვილი, მე კი ვარ ოფისის ადგილობრივი ხელმძღვანელი. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც აქამდე იყო. ეს არის მტკნარი სიცრუე"– განაცხადა გელა გაბადაძემ ნიუპრესთან სატელეფონო საუბრისას.  

ავტორი: ია ბობოხიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა