|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ხდება დაშენებულ მანსარდებს მიღმა? [Video]

ქუთაისის ცენტრში მდებარე შენობებზე დაშენებული მანსარდები ამდროისთვის მიტოვებულია.  მაშინ როდესაც, სამუშაოები როგორც სარეაბილიტაციო შენობების ფასადებზე, ასევე, მანსარდების მოსაწყობად უნდა მიმდინარეობდეს.

მანსარდების დასათვალიერებლად ქუთაისში, თამარ მეფის #2–ში მისულებს, იქ მხოლოდ მიტოვებული ხელსაწყოები და სამშენებლო მასალები დაგვხვდა.

თამარ მეფის გამზირის #2–ში სანახევროდ დაშენებული მანსარდი, რეაბილიტირებულ შენობასთან ერთად, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ,   2 მაისს საზეიმო ვითარებაში გახსნა. თამარ მეფის ქუჩის #2–ის გარდა,  იმ დროისთვის დაჩქარებული ტემპით  სამი რეაბილიტირებული შენობა (თმარ მეფის ქუჩის  #3,  გელათის ქუჩა #2 და ფალიაშვილისა და ბროსეს ქუჩების კუთხის შენობა #51)  გაიხსნა.   მას შემდეგ კი სამუშაოები სხვა შენობების ფასადების მოსაწყობად განახლდა. მერიის კეთილმოწყობის სამასახურში ირწმუნებიან, რომ მანასარდების მოწყობისა თუ ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჯიმში ახლაც მიმდინარეობს.

თუმცა, სარეაბილიტაციო შენობებზე მხოლოდ ხარაჩოებია გაკეთებული. ადგილზე გუშინ არავინ დაგვხვდა. 

თუ რატომ არ მიმდინარეობდა სამუშაოები, აღნიშნული შეკითხვით კეთილმოწყობის სამსახურს გუშინ მივმართეთ. დღეს უკვე ადგილზე 5–მდე მუშა დაგვხვდა, თუმცა ისინი სამუშაოებით არ იყვნენ დაკავებულნი.

"2 მაისობის მერე მუშებს მხლოდ ერთკვირიანი შევლებულება ჰქონდათ. ამის მერე ჩვეულებრივად განახლდა მუშაობა", – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამასახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი. რაც შეეხება, შენობებზე მანასრდების მშენებლობის საკითხს, ჭანჭალეიშვილის თქმით: "მანსარდების დაშენება შენობებზე ამდროისთვის დასრულებული არ არის.  იატაკი  და ელექტროსადენების გაყვანილობა უნდა მოწესრიგდეს“.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ მანსარდებზე კოსმეტიკურ სამუშაოების შესრულებას არ იგეგმება,  რადგან გამორიცხული არაა, ისინი როგორც დამატებითი სართულები,  გაიყიდოს. „ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის ", – აღნიშნავს ჭანჭალეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის ცენტრალური ნაწილის 7 შენობაზე (თამარ მეფის გამზირის #2; #3; #4; #5; და #7 შენობებს; გელათის ქუჩა #2 და ფალიაშვილისა და ბროსეს ქუჩების კუთხის შენობა #51)  იყო დაგეგმილი. ამ ეტაპზე ოთხი შენობის  ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

სამუშაოები ქალაქის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ღირებულება საერთო ჯამში 2 მლნ 299 ათასი ლარია. ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობებზე ამჟამად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 17 მაისს განახლდა და ის მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა