|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა შემოსავლებს მალავს საქართველო აშშს-თან ვაჭრობაში?

დღეს საქართველო-აშშ-ს შორის საგარეო ვაჭრობისა და შედეგად დამალული შემოსავლების საკითხს კონფერენცია მიეძღვნება. კონფერენცია, რომლის თემაა - „საქართველო აშშ-სთან ვაჭრობის მნიშვნელოვან ნაწილს მალავს", სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 12:00 საათზე დაიწყება. კონფერენციას საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი გამართავს, რომლის ფარგლებშიც გამოქვეყნდება მონაცემები, თუ რა შემოსავლებს მალავს საქართველო აშშ-სთან საგარეო ვაჭრობაში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის შალვა მექვაბიშვილის კვლევა, რომელშიც მოცემულია საქართველო-აშშ-ს შორის საგარეო ვაჭრობის მონაცემებში არსებული განსხვავებები, რის შედეგადაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი „ჩრდილში“ ექცევა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვან შემოსავლებს კარგავს.
ავტორის შედარებებით, 2004 წელს აშშ-ს და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობაში, აშშ-ის მონაცემებთან შედარებით, ჩრდილში იყო მოქცეული მთლიანი საგარეო ბრუნვის 56,7%, 2005 წელს – 57,5%; 2006 წელს – 49%; 2007 წელს – 38,8%; 2008 წელს – 42%; 2009 წელს – 38%; 2010 წელს – 27,2%; 2011 წელს – 45,5%; 2012 წლის იანვარ-მარტში ჩრდილში იყო მოქცეული 46,5%.
მაგალითისათვის, 2011 წელს აშშ-დან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტების 98,6% საქართველოში აღრიცხული არ არის იმპორტად.
აშშ-ის ექსპორტმა საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში ამერიკის მონაცემებით შეადგინა 3 008,7 მილიონი დოლარი. იმავე პერიოდში საქართველოს მონაცემებით აშშ-ის იმპორტმა საქართველოში შეადგინა 1 662,4 მლნ დოლარი. საქართველოს მხარემ დააფიქსირა 1 346,3 მლნ დოლარით ნაკლები, ანუ მთლიანი მონაცემის მხოლოდ 55,3%. სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ პერიოდში მარტო გადასახადების სახით დაკარგა მინიმუმ მილიარდი ლარი აშშ-დან მემოსული სხვადასხვა საქონლის განუბაჟებლობის (ანუ კონტრაბანდის) ან ნაკლებ ღირებულებად განბაჟების გამო. მართალია, ამ საქონლის ნაწილი, შესაძლებელია, რეექსპორტის სახით განუბაჟებლად გავიდა საქართველოდან, მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, რეექსპორტის წილი იმ შემთხვევაში, როცა თავიდანვე საქონლის რეალიზება საქართველოში იყო დაგეგმილი, ძალიან მცირეა და, შესაბამისად, ზემოაღნიშნულ დასკვნაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა