ნატოს კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა
საქარველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსა და
ჩიკაგოს სამიტის შედეგებზე იმსჯელეს დღეს ქუთაისში. შეხვედრა ნატოს კვირეული ფარგლებში,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
„ეს ტრადიციული კვირეულია, თუმცა ნატოსთან დაკავშირებულ
თეაზე პირველად ვარ ქუთაისში. მოხარული ვარ, რომ დიდი ინტერესი გამოიწვია ამ თემატიკამ
და საკმაოდ ერუდირებული აუდიტორია შეგვხვდა. ვისაუბრეთ ნატო – საქართველოს ურთიერთობებზე,
ნატოს მომავალზე და იმ პერსპექტივებზე, რაც საქართველოს გააჩნია ნატოში გაწევრიანების
კუთხით,“ – აღნიშნა ევროპული ინტეგრაციის კვლევების ცენტრის დირექტორმა თენგიზ ჭყოიძემ.
ნატოს დღეები საქართველოში, უკვე მეხუთედ ტარდება. კვირეულის
ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ საქართველოში და ევროპულ და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
,,შეხვედრები 2 დღის წინ დავიწყეთ თბილისში. ჩიკაგოს
სამიტიდან სულ ორი კვირაა გასული და ჩვენ ახლა ვიწყებთ სამიტის შედეგების განხილვას.
შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. გვაინტერესებს რა შეკითხვები აქვთ
სტუდენტებს, პროფესორ მასწავლებლებს და რა თქმა უნდა, საინტერესოა პასუხები,“ – ამბობს
ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თენგიზ გოგოტიშვილი.
კვირეულის ღონისძიებები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს
მოიცავს. 16 ივნისს, ვიცე პრემიერ–მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი
წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი, კვირეულს თელავის უნივერსიტეტში დახურავენ.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე