ნიჭიერ გამომგონებელთა კონკურის მესამე ეტაპი იწყება
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე–გამომგონებელთა
საერთაშორისო კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ პროგრამა და პირობები გაცნეს, დღეს, ქუთაისის
საჯარო სკოლების მოსწავლეებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის
ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური და ქალაქის მერი გიორგი
თევდორაძე, მე – 3 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველათათვის ელექტრონული
რეგისტრაცია 1 აგვისტომდე, ხოლო ნამუშევრების ფონდში წარდგენა, 16 აგვისტომდე მიმდინარეობს.
გამარჯვებულები სექტემბრის ბოლოს გამოვლინდებიან.
„მინდა მოვუწოდო გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოვებულ ბავშვებს,
რომ მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში. საკმაოდ საინტერესო პრიზებია. გამარჯვებულები
მაღალი ფულადი პრემიებით ჯილდოვდებიან“ – აღნიშნა სულხან სისაურმა.
კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები მედლებითა
და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან. პირველ ადგილზე გასული 5000 ლარს მიიღებს, მეორე
ადგილზე გასული – 3000 ლარს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს – 2000 ლარი გადაეცემა.
გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორი, სასწავლო
შემეცნებითი ტურით საძღვარგარეთ გაემგზავრება.
მოსწავლეებთან შეხვედრის დროს, ქუთაისის მერმა, გიორგი
თევდორაძემ, ახალი ინიციატივა გააჟღერა. ქუთაისიდან გამარჯვებულ კონკურსანტს ადგილობრივი
თვითმმართველობა, დამატებით ათასი ლარით დააჯილდოვებს.
დღესვე, მოსწავლეებს საკუთარი გამოგონება ,,მოძრავი
ჯებირი“ წარუდგინა გასული წლის კონკურსის მონაწილემ გიორგი უგულავამ, რომელმაც საერთაშორისო
კონკურსში, „ყველაზე პატარა მონაწილის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე