|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში წყლის გადასახადი ოჯახში მცხოვრებ წევრებს ცალ–ცალკე ერიცხებათ

ქუთაისში ერთსა და იმავე ოჯახებში მცხოვრებ სხვადასხვა წევრებს წყლის გადასახადი ცალ–ცალკე ეკისრებათ – ამ ინფორმაციას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატების“ წარმომადგენლები ავრცელებენ. ფრაქციის თავმჯდომარის, დავით დვალის განცხადებით,  ერთ ოჯახში მცხოვრები სხვადასხვა წევრები დარეგისტრირებულნი არიან სხვადასხვა ნომრით, რის გამოც წყლის კომპანიის მენეჯმენტით, ეკისრებათ ცალ–ცალკე იმ გადასახადის გადახდა, რომელიც წესით, ოჯახისთვის, როგორც ერთი აბონენტისთვის, უნდა იყოს საერთო.

ქუთაისში მესხის ქ. #2–ში მცხოვრები ალეკო ხატელიშვილი ამბობს, რომ წყლის სააბონენტო გადასახადი დაახლოებით ერთი კვირის წინ დაფარა, თუმცა სამ დღეში მომატებული გადასახადი უკვე მისი მეუღლის, ნინო ვაშაკიძის სახელზე მივიდა.

„დაახლოებით ერთი კვირის წინ მოვიდა წყლის გადასახდი და  გადავიხადე 13 ლარი. სამი დღის შემდეგ კიდევ მოვიდა გადასახადი, ამჯერად ჩემი მეუღლის სახელზე, დაახლოებით 24 ლარი. გამოდის რომ ერთ ოჯახში, მე და ჩემი მეუღლე დარეგისტრირებული ვართ როგორც ცალ–ცალკე აბონენტი და შესაბამისად, გადასახადი მოდის ცალ–ცალკე. აქამდე მსხვავსი რამ არ მომხდარა, ეს პირველი შემთხვევაა,“ – ამბობს ალეკო ხატელიშვილი.

ფრაქცია „ქრისტინა–დემოკრატებში“ აცხადებენ, რომ გაერთიანებლი წყალმომარაგების კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემები გაუმართავი მენეჯმენტის შედეგია.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის–ცენტრში არსებულ პრობლემას კომპანიაში დანერგილი ახალი სისტემით და განახლებული პროგრამით ხსნიან. „მიმდინარე წლის ივნისიდან მოხდა ბილინგის სისტემაში ახალი პროგრამის შემუშავება, რომელიც მრიცხველიან და სულადობრივ აბონენტებს აერთიანებს. ამიტომ, არ არის გამორიცხული ამ ახალმა სისტემამ დამატებითი პრობლემები წარმოშვას. თუმცა, ნელ–ნელა უკვე იკლო პრობლემური აბონენტების რიცხვმა და თუ ვინმეს კვლავ აქვს ან შეექმნება პრობლემები, ის  მოგავარებადია, თუ უშუალოდ კომპანიის სერვის–ცენტრს მიაკითხავენ და არა  პარტიებს. ბრიფინგებით და პრესკონფერენციებით პრობლემა არ გვარდება. ჩვენ ყოველთვის მივმართავთ მოსახლეობას, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მოგვართონ ჩვენ, კომპანიის სერვის–ცენტრს, გუგუნავს #12–ში, ასევე, მართვის ყველა ტერიტორიულ ერთეულში სხედან ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც ნებისმიერი პრობლემის კორექტირებას აკეთებენ,“ –  აცხადებს წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის–ცენტრის დირექტორი ლაშა გურგენიძე.

დაზარალებული აბონენტი ალეკო ხატელიშვილი კი ამბობს, რომ კომპანიისთვის არ მიუმართავს, რადგან მათი დამხარების იმედი არ აქვს.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა