|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მიწის ნაკვეთის გაყიდვა შეჩერებულია

ქუ­თა­ის­ში მი­წის ნაკ­ვე­თის  გაყიდ­ვის პრო­ცე­სი შე­ჩე­რებულია. მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან ამ­დრომ­დე ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის სა­კუთ­რებაში არ­სებული მი­წის ნაკ­ვე­თი არ გაყიდუ­ლა. „წელს მი­წის ნაკ­ვე­თი არ გაყიდუ­ლა.  ამის მი­ზე­ზი ელექ­ტრო­ნულ  აუქ­ცი­ონ­თან  და­კავ­ში­რებული  ხარ­ვე­ზებია",  - ამბობს ქუ­თა­­სის საკ­რებულოს სა­მე­ურ­ნეო კო­მი­სი­ის თავმჯდო­მა­რე მე­რაბ მეშ­ვე­ლი­­ნი.

არ­სებული  ხარ­ვე­ზების გა­მო ად­გი­ლობრი­ვი მცხოვ­რებლები ნაკ­ვე­თის შე­ძე­ნას უკ­ვე ერ­თი წე­ლია, ვერ ახერხებენ.

„2011 წლის ივნისიდან ვითხოვ მიწის დაკანონებას, რომელიც მინდა გამოვყო მცირე ბიზნესისათვის. ყველაფერი, რაც საჭირო იყო, გავაკეთე. რეესტრშიც დამტკიცებულია, რომ მიწა გასაყიდია, მაგრამ შესყიდვის პროცედურა შეჩერებულია. მიზეზი არ ვიცი, პასუხს ვერ მეუბნებიან. ვითხოვ, მიწა დაკანონდეს ჩემს სახელზე. გავიდეს აუქციონზე და შევძლო შეძენა“ - ამბობს ქუთაისში მცოხვრები იამზე მამალაძე.

„40 კვ.მ. მი­წის ყიდ­ვა მინ­და. განცხადება ჯერ კი­დევ 2011 წლის ზაფხულ­ზე დავ­წე­რე. თუმ­ცა, ამ­დრომ­დე რა­­მე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუხი ვერ მი­ვი­ღე. მხოლოდ ის მითხრეს, რომ ჩემს მი­ერ მი­თი­თებულ მი­წის ფარ­თზე აუქ­ცი­­ნი უნ­და გა­მოცხად­დეს და მხოლოდ  ამის შემ­დეგ თუ მო­ვახერხებ ფარ­თის შე­ძე­ნას", - ამბობს  მი­წის ფარ­თის  შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლი ად­გი­ლობრი­ვი მცხოვ­რები, რო­მელ­მაც ვი­ნაობის გამხელა არ მო­­სურ­ვა. „სახელი და გვა­რის და­ფიქ­სი­რებით შე­საძ­ლოა, პრობლე­მები შე­მექ­მნას. ამი­ტომ მო­ვე­რი­დები ჩე­მი ვი­ნაობის გამხელას. გა­სა­გებია, რომ  თქვენ­თვის ასე მუ­შაობა ცო­ტა რთუ­ლი­ა. მაგ­რამ მეც ხომ უნ­და გა­მი­გოთ", - აღ­ნიშ­ნა  ანო­ნიმ­მა რეს­პო­დენ­ტმა.

ნი­კე­ას ქუ­ჩის  (მე­­რე შე­სახვე­ვის)  №18 კორ­პუ­სის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­­ზე, მი­წის ნაკ­ვე­თის  შესყიდ­ვის შე­სახებ, მან განცხადება ქა­ლა­ქის მე­რის სახელ­ზე, 2011 წლის ზაფხულ­ზე და­წე­რა. თუმ­ცა, მე­რი­­დან მხოლოდ ის პა­სუხი მი­­ღო, რომ ნაკ­ვე­თის შე­ძე­ნას აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნის შემ­დეგ შეძ­ლებდა. „მაგ­რამ ვერ მითხრეს, თუ რო­დის უნ­და გა­მოცხად­დეს ელექ­ტრო­ნუ­ლი აუქ­ცი­­ნი. მე მგო­ნი, ეს თვი­თო­ნაც არ იცი­ან", - აღ­ნიშ­ნავს ად­გი­ლობრი­ვი მცხოვ­რები. 

„თვით­მმარ­თვე­ლობას  სექ­ტემბრამ­დე აქვს ვა­და მო­აწყოს სის­ტე­მა, რომ­ლი­თაც ელექ­ტრო­ნუ­ლი აუქ­ცი­­ნი უნ­და გა­­მარ­თოს", - ამბობს ქუ­თა­­სის მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ლი სა­მა­სახურის ქო­ნების მარ­თვი­სა და გან­კარ­გვის განყოფი­ლების უფ­რო­სი ვა­ლე­რი თევ­დო­რა­ძე. მისივე თქმით, მიწის შესყიდვა ადმინისტრაციული წარმოების ვადებტან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ ხანგრძილივი პროცესია.

„მიწის შესყიდვა, პრივატიზაციის პროცესი კანონმდებლობით არის გაწერილი, რომლის დროსაც ხდება მიწის, როგორც უძრავი ქონების კონკრეტული ადგილმდებარეობის, სახელმწიფოსთან შეთანხმება და სხვა პროცედურების გავლა. ადრე ხდებოდა ისე, რომ იყიდებოდა მიწა და თავად მოქალაქეებს უწევდათ ამ პროცედურების გავლა და შეთანხმება. ეს მოიხსნა და გადმოვიდა თვითმმართველობის ფუნქციებში. ეს არის 2007 წლის მთავრობის #233 დადგენილება. მოქალაქეთა მიერ განცხადების საფუძველზე, ყოველგვარი დანახარჯების გარეშე, ხდება მიწის რეგისტრაცია და შემდგომ, მის საპრივატიზაციოდ გამოტანა. ეს ხანგრძლივი პროცესია, რადგან საჭიროებს შეთანხმებას რამდენიმე სამინისტროსთან, თვითმმართველობასთან. ორ და სამწლიანი პროცედურა არაფერ შუაშია. კანონმდებლობით გაწერილი ვადებია თითოეულ სამინისტროსთან. ეს ადმინისტრაციული წარმოების ვადებია და ხელოვნურად ბარიერების შექმნას ადგილი არ აქვს“ - ამბობს ვალერი თევდორაძე.

ქუ­თა­­სის მე­რი­­დან მი­ღებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის სა­კუთ­რებაში რე­გის­ტრი­რებულია მი­წის ნაკ­ვე­თებიდან, საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო ობიექ­ტების ნუსხაშია 203 ერ­თე­­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი. გა­სულ წელს თვით­მმარ­თვე­ლობამ სა­კუთ­რებაში არ­სებული 25 ერ­თე­­ლი მი­წის ნაკ­ვე­თის პრი­ვა­ტი­ზება მოახერხა, რო­მელ­თა­გან მი­ღებულ­მა შე­მო­სა­ვალ­მა 177 599.0 ლა­რი შე­ად­გი­ნა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა