|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლის მიღმა მიღებული განათლება

ქუთაისში, სულხან–საბას დასახლებაში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის ბავშვებს სასწავლო არდადეგები დაეწყოთ. ბოშების მოზარდმა თაობამ,  ოთხთვიანი სასწავლო პროცესი დაასრულა. მართალია, ისინი საჯარო სკოლებში არ საწავლობენ, თუმცა, ელემენტარული სასკოლო უნარ–ჩვევების სწავლებას მათთვის უბანშივე ახორციელებენ. ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის სწავლების შესაძლებლობის ინიციატივა ამავე უბანში მცხოვრებ ციალა ჩხარტიშვლს ეკუთვნის. ,,ჩემი ინიციატივა იყო აქ მხოვრებ ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენელ ბავშვებს ელემენტარული განათლება მიეღოთ და ამ პროცესს ორგანიზატორობა დიდი სიამოვნებით გავუწიე“, – განმარტავს ციალა ჩხარტიშვლი.

მცირეწლოვანი ბოშებისათვის ქართული ანბანისა და წერა–კითხვის შესწავლებაზე „საქართველოს ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა იზრუნეს. სასწავლო ტრენინგები და გაკვეთილები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ადგილზე, ციალა ჩხარტიშვილის სახლში გამოყოფილ ოთახში უტარდებოდათ.

,,ტრენინგების ძირითადი თემა ბაშვთა უფლებები იყო.  საგანმანათლებლო უნარ–ჩვევებისთვის ჩატარებულ გაკვეთილებზე კი მათ ქართულად წერა–კითხვა ვასწავლეთ. ბავშვებს, ასევე, ფილმებსაც ვაჩვენებდით,  რათა სასწავლო პროცესი  ასე  უფრო თვალსაჩინო და ვიზუალურად საინტერესო ყოფილიყო. ამ ყველაფერმა, საბოლო ჯამში ძალიან დადებითი შედეგები მოგვიტანა“, ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი გიორგი სანტურიანი.

სასწავლო კურსის გავლის მიუხედავად, როგორც ირკვევა, ეთნიკური უმცირესობის წარომადგენლებიდან, მიმდინარე წელს ყველა ვერ მოახერხებს სწავლის საჯარო სკოლაში გაგრძელებას. რადგან, მათ უმრალესობას ჯერ კიდევ არ აქვს დაბადების მოწმობები და არ არიან რეგისტრირებულნი, როგორც საქართველოს მოქალაქეები. ,,ამიტომ, სამწუხაროდ ჯერჯერობით მათთვის ხელმიუწვდომელია  სასკოლო განათლება. თუმცა მე ამ სიტუაციის გამოსწორებისათვის ყოველდღიურად ვზრუნავ“, – ამბობს ციალა ჩხარტიშვლი.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბაშვებიდან სწავლის გასაგრძელებლად საჭირო დეკუმენტაცია ამ დროისთვის მხოლოდ სამ ბავშვს აქვს, რომლებიც სექტემბრიდან ქუთაისის #38 საჯარო სკოლაში ისწავლიან. ,,ძალიან მიხარია, რომ წერა–კითხვა ვისწავლე და სექტემბრიდან შემეძლება სკოლაში ვიარო ისე, როგორც სხვა ბავშვები დადიან“, –ამბობს ქრისტინე ჯუმალი, რომელთან ერთადაც სკოლაში სწავლას მისი ორი ძმა – ვახტანგ და ჯიმი ჯუმალიებიც გააგძელებენ.

,,სამი ბავშვი, რომლებსაც უკვე ოფიციალური დოკუმენტები მოუწესრიგდათ, ჩემს პირველკლასელთა ჯგუფში ისწავლიან. მე ვესწრებოდი მათ მოსამზადებელ ეტაპს და აღფრთოვანებული ვარ ბავშვების მონდომებით. ჩვენ მზად ვართ ეს ბავშვები მივიღოთ,“ – ამბობს ქუთაისის #38 საჯარო სკოლის პედაგოგი გულიკო ყვავაძე.

როგორც ბოშების დასახლებაში მცხოვრები ციალა ჩხატიშვლი განმარტავას, ბოშებს გარკვეული დაუწერელი კანონები აქვთ. ერთ–ერთი ასეთი ,,კანონის“ მიხედვით, ბოშებში წლების მანძილზე აკრძალული იყო გოგონას ოჯახს გარეთ განათლება მიეღო. თუმცა დღეს, როგორც ირკვევა, მათი განათლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება პოზიტიურად შეიცვალა. ,,ჩემი უშუალო ჩარევით მოვახერხე, რომ მათ სხვაგვარად შეეხედათ განათლებისათვის. დღეს, უკვე მშობლები აღარ არიან წინაღმდეგი მათმა შვილება სკოლაში ისწავლონ,“– განმარტავს ციალა ჩხარტიშვილი. მისივე თქმით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს დღეს უკვე კარგად აქვთ გააზრებული განათლების როლი საზოგადოებასთან ინტეგრირების პროცესში. რასაც ოთხთვიანმა საგანმანათლებლო კურსმაც შეუწყო ხელი.

სასწავლო პროგრამების წარმატებით დასრულების აღსანიშნავად, „ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ბოშების მოზარდ თაობას საჩუქრად წიგნები და ტკბილეულობა გადასცა.

საიას ქუთაისის ფილიალი ერთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის 2011 წლიდან ახორციელებს პროექტს სახელწოდებით – ,,ჩვენ ერთი ქალაქის შვილები ვართ“. პროექტის მიზანი სწორედ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირებაა.

 

ავტორი: ანა ჯანაშია