სახალხო დამცველის ანგარიში - 2 000–მდე ადამიანმა დევნილის სტატუსზე უარი განაცხადა
სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის 2013 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიში, რომლის წარდგენა ქუთაისში მოხდა, დევნილთა შესახებ ახალ კანონს, ხელახალ რეგისრტაციას და მათი გრელვადიანი განსახლების პროცესს შეეხებოდა.
პროექტის კოორდინატორის, თორნიკე ცაგარეიშვილის ინფორმაციით, გასული წლის 1 ოქტომბრიდან 27 დეკემბრამდე რეგისტრაცია 250 000 დევნილმა პირმა გაიარა, რაც წინა რეგისტრაციის მონაცემებზე 25 000–ით ნაკლებია. თავდაპირველი რეგისტრაციით საქართველოში 273 000 დევნილი იყო რეგისტრირებული.
"ეს არაა საბოლოო მონაცემები. თბილისში დამატებითი რეგისტრაციის გავლა ახლაც შეუძლიათ იმ დევნილებს, ვინც ეს პროცესი წინა წელს ვერ გაიარა. რეგისტრაციის გავლა ვერ შეძლეს უცხოეთში მყოფმა და გალის რაიონში მცხოვრები დევნილების ნაწილმა," – აღნიშნა თორნიკე ცაგარეიშვილმა.
თორნიკე ცაგარეიშვილის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესში 2 000–მდე ადამიანმა, საკუთარი განცხადების საფუძველზე, დევნილის სტატუსზე უარი განაცხადა, იმ მიზეზის გამო, რომ მათ თავის დროზე დევნილის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გაყალბების გზით ჰქონდათ მიღებული.
სახალხო დამცველის პროექტის კოორდინატორის თქმით, დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია, გარდა რაოდენობის დადგენისა, მათი საჭიროებების გამოვლენის მიზნითაც განხორციელდა.
აღნიშნული პროექტის შედეგად, სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, რეკომენდაციათა პაკეტი წარუდგინა.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა