|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საგზაო ნიშნებისა და შუქნიშნების გაწმენდა დაიწყეს

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, იმ ქუჩებზე, სადაც საგზაო ნიშნები და შუქნიშნები ხემცენარებითაა დაფარული, გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო.

"საპატრულო პოლიციამ მოგვაწოდა ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, სადაც საგზაო ნიშნები და შუქნიშნები მცენარეებითაა დაფარული. უკვე დაიწყო სამუშაოები და პრობლემა აღმოიფხვრება,"- ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ბასილაძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, სასტუმრო "თბილისის" და "ბალახვნის" უბნის  მიმდებარე ტერიტორიებზე, საგზაო ნიშნებსა და შუქნიშნებს, ხემცენარეები ფარავს. რის გამოც, აღნიშნულ ტერტორიებზე, ავტომობილების მძღოლების თქმით,  მოძრაობის პროცესში შეფერხებები იქმნება.

ავტორი: ანა ჯანაშია