|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოში მანადატების გადანაწილება 25 ივნისს დასრულდება

ქუთაისის მე-5-ე მოწვევის საკრებულოს  სრული შემადგენლობა, მიმდინარე წლის 25 ივნისს  გახდება ცნობილი. 15 ივნისის არჩევნების შედგებით საკრებულოში მანადატების გადანაწილება  ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შემაჯამებელ ოქმის შედგენის შემდეგ მოხდება. შემაჯამებელი ოქმი საოლქო კომისიამ არჩევნების დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღიში უნდა შეავსოს. 

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოში სულ ხუთი პარტია იქნება წარმოდგენილი. 
წინასწარი ინფორმაციით, "ქართულო ოცნებას" სარეკბულოსში 17 წევრი ეყოლება (10-ვე მაჟორიტარი და და 7 პარტიული სიიით), "ნაციონალურ მოძრაობას" - 4, "ლეიბორისტებს", - 1, "საქართველოს პატრიოტთა ალაინსს" - 1 და "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციას" - 2 წევრი.

ავტორი: თეკლე მორგოშია