ქუთაისის ცენტრალურ ტერიტორიაზე მცხოვრები მერიას კომპენსაციას სთხოვს
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრები ადგილობრივ თვითმმართველობას კომპენსაციას სთხოვს.
ადგილობრივი მკვიდრი, ლევან კილაძე კომპენსაციას, მის საცხოვრებელ სახლზე ე.წ მანსარდების
დაშენებით მიღებული ზიანის გამო ითხოვს.
„არავინ დამიპატიჯებია და მითქვამს, ფანჯარა ამომიქოლეთ ან და სახლზე მანსარდი დამიშენეთ–მეთქი. ამ დამატებითი
სართულის დაშენების გამო, სახლი დამიზიანდა და წვიმაც ჩამოდის. თანაც საოცარია, ნუთუ პატრონი არავინ გამოუჩნდა ამ ხნის განმავლობაში.
ყველაფერი ისევ ისე უწესრიგოდ არის დატოვებული, როგორც ადრე იყო“, – ამბობს თამარ მეფის
ქუჩა #2–ში მცხოვრები ლევან კილაძე.
კილაძის თქმით, კომპენსაციის მოთხოვნით, რამდენიმე
კვირის წინ ის ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელს, ნოდარ მიქიაშვილს შეხვდა. კილაძის თქმით, მიქიაშვილისგან საკითხით დაინტერესების პირობა
მიიღო. „ასევე, დაპირდა, რომ ვინმეს გამომაყოლებდა აქურობის დასათვალიერებად. მაგრამ ჯერ აქ მოსული
მერიიდან მე არვინ მინახავს“, – ამბობს კილაძე.
ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ მანსარდების
მშენებლობის დაუსრულებლობის გამო სახლებში წვიმა ჩასდით.
„ცნობილია ჩვენთვის ეს პრობლემები. ერთ–ერთ ოჯახს მინიმალური დახმარება გავუწიეთ, რომ მანსარდების გამო წყალი არ შესვლოდა სახლში“, – ამბობს ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელი, ნოდარ
მიქიაშვილი.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარატვენ, რომ აღნიშნული
შენობები თვითმმართველობის საკუთრება არ არის. თუმცა, აღნიშნავენ, რომ საკითხზე მუშაობა მერიას დაწყებული აქვს და მას
ქალაქის ახლადარჩეული მერი, შოთა მურღულია მოაგვარებს.
ქალქის ცენტრაულ მოდენაზე მდებარე შენობებზე მანსარდები 211 წელს დააშენეს. მას შემდეგ მოსახლეობა გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს.
დამატებითი სართულების
მშენებლობა ქალქის ცენტრის რეაბილიტაციის მეოორე ეტაპის პროექტის ფარგლებში მოხდა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ასევე მოხდა ე.წ. კოლხური შადრევნის მშენებლობა.
საერთო ჯამში, პროექტის ღირებულებამ 5 მილიონი ლარი შეადგინა.
ავტორი: თეკლე მორგოშია