ყაჩაღობა ქუთაისში - ნიღბიანმა პირმა აფთიაქიდან 300 ლარი წაიღო
ნიღბიანმა პირმა ქუთაისში აფთიაქი დააყაჩაღა. აფთიაქში ერთი ნიღბიანი პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით 300 ლარი წაიღო.
როგორც აფთიაქის თანამშრომლები აცხადებენ, აფთიაქი რამდენიმე თვის წინაც დააყაჩაღეს და მაშინ 800 ლარი წაიღეს. მათივე თქმით, საქმე გახსნილი ჯერაც არ არის.
გუშინ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




21:02
12:25
16:44
10:53
16:34
















