დღეს და ხვალ იმერეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იქნება
მიმდინარე წლის 30 ივნისს და 01 ივლისს სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:
ქუთაისი: მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი-6“ პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდება ფიდერს:
• „ქვიტირი“ – 01 ივლისი, 15-18 სთ; 750 აბონენტი, სოფელი ქვიტირი.
ზესტაფონი: მ/ძ ქვესადგურში „ზესტაფონი 1“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 30 ივნისს 10:00-15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქ. ზესტაფონს და სოფლებს ზედა საქარა და ქვედა საქარა, ჯამში დაახლოებით 9700 აბონენტს.
სამტრედია: 30 ივნისს და 1 ივლისს მაღალი ძაბვის ქვესადგურში „სამტრედია-1“ პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდება ფიდერებს:
• ფიდერი „N7“ – 01 ივლისი, 11-14 სთ; 635 აბონენტი, ქ. სამტრედია.
• ფიდერი „N10“ – 01 ივლისი, 15-18 სთ; ქ. სამტრედია.
ტყიბული: მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ „ოკრიბას“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია N49 და 51 ამორტიზებული საყრდენების შეცვლა ახალი ლითონის ანძებით, რის გამოც 30 ივნისს და 2 ივლისს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ ქვესადგურების „ხრესილისა“ და ხრესილი-წევას“ მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და ძუყნური. საერთო ჯამში, დაახლოებით 1150 აბონენტს.
ასევე, გეგმიურ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 30 ივნისს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე დაგეგმილია ქვესადგურ „უწერას“ გამორთვა, რის გამოც ელენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება 270-მდე აბონენტს სოფელ უწერაში.
"უამინდობის შემთხვევაში სამუშაოები გადაიდება და თარიღი დამატებით ეცნობება მომხმარებლებს," - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯია"-ში.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა