რუსეთი საქართველოსთან დამაკავშირებელ ახალ გზას აშენებს
1 აგვისტოდან რუსეთი საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას დაღესტნის ტელევიზია ავრცელებს. ავარო-კახეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი დაღესტანზე გაივლის და მთლიანად ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდება. რთული რელიეფის გამო სამუშაოები 30 მილიონამდე დაჯდება. რადგან 83 კილომეტრიანმა გზამ უნდა გაიაროს 3 მთა, საჭიროებს 25 ხიდისა და 5 გვირაბის აშენებას. „ავარო-კახეთის გზა იქნება უმოკლესი საქართველოსთან დასაკავშირებლად და შავ ზღვაზე გასასვლელად“- აცხადებს დაღესტნის საგზაო სამსახურის უფროსი ზაგიდ ხუჩბაროვი.
pirveliradio.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა




13:42
12:40
10:44
















