მომხმარებელთა ფედერაციის კვლევის შედეგები - საქართველოში 4 დასახელების ნაყინი დაბინძურებულია
მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე სოციალური ქსელით საქართველოს ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი ნაყინის რეიტინგული კვლევის 2014 წლის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციამ დედაქალაქსა და რეგიონებში 20 დასახელების ნაყინი შეიძინა და აკრედიტებულ ლაბორატორიაში შეამოწმა. კვლევის მიხედვით, გამოვლინდა ჯანმრთელობისთვის საშიში და ასევე, ნაყინის ის კატეგორია, რომელმაც დადებითი შედეგები აჩვენა. დღეისათვის ადგილობრივ ბაზარზე 8 დასახელების ნაყინი იყიდება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. რვიდან 4 დასახელების პროდუქტი საქართველოში წარმოებულია და ისინი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია, აქედან რამდენიმეს შემადგენლობაში სპეციალისტებმა სტაფილოკოკი აღმოაჩინეს. ნაყინის დანარჩენი კატეგორია სომხური წარმოებისაა.
ავტორი: დეა მანაგაძე