ქუთაისის ბოტანიკური ბაღში საზაფხულო კინოჩვენებები გაიმართება
ქუთაისში,
ბოტანიკური ბაღის ამფითეატრში საზაფხულო კონოჩვენებები დაიწყო. კონოჩვენებების ორგანიზატორია
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის ჯანსაღი ხედვა".
როგორც
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩირგაძე აცხადებს, კინოჩვენებები იმ ადამიანებისთვის ეწყობა, ვინც ზაფხულზე ქალაქგარეთ გასვლა ვერ მოახერხა.
"ნაჩვენები იქნება ქართულად დუბლირებული ოსკაროსანი ფილმები. ვინც ცხელი ზაფხულის დღეებში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, შეუძლია ბოტანიკურ ბაღში ფილმის ჩვენებებს დაესწროს," - აცხადებს გიორგი ჩირგაძე.
კინოჩვენებები ამფითეატრში 8 ოსკარის მფლობელი ფილმის, "მილიონერი ჯურღმულიდან" ჩვენებით აიწყო და ზაფხულის მანძილზე კვირაში ორჯერ გაიმართება.
ავტორი: დეა მანაგაძე