|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულიამ შვებულების ვადა გააგრძელა

ქუთაისის არჩეულ მერს, შოთა მურღულიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ აღებული უხელფასო შვებულების ვადა დღეს ამოეწურა. თუმცა როგორც newpress.ge - ისთვის ცნობილი ხდება, მურღულია კაბინეტს დღეს არ დაიკავებს, რადგან მან უფასო შვებულების ვადა 20 ივლისამდე გააგრძელა.

როგორც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში აცხადებენ, იმის შესახებ, თუ როდის შეუდგება ოფიციალურად მურღულია თავისი უფლებამოსილების შესრულებას, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.

შოთა მურღულიას სამსახურში ოფიციალურად გამოსვლამდე  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კვლავ ნოდარ მიქიაშვილი იქნება.

შოთა მურღულია 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებული კანდიდატია

ავტორი: ანა ჯანაშია