ქუთაისის მერმა ვიცე-მერები დანიშნა
ქუთაისს ორი ვიცე-მერი ჰყავს. ნოდარ მიქიაშვილი და კოტე ქავთარაძე ვიცე-მერებად ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ დანიშნა. მიქიაშვილსა და ქავთარაძეს ვიცე-მერების პოსტი თვითმმართველობის არჩევნებამდეც ეჭირათ.
შოთა მურღულიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, ოთხი ვიცე-მერის ნაცვლად, ორი ვიცე-მერი არის განსაზღვრული.
ქუთაისის მერიაში ვიცე-მერების თანამდებობის მსგავად ასევე, შემცირებულია მერის სამსახურები, რომელიც თვარმეტიდან ათამდე შემცირდა. "იმის გამო, რომ გარედან არ მოსულიყო სამსახურების უფროსები, ვინც დროებით იყო დანიშნული ისინი დავნიშენეთ, რომლებსაც მოგვიანებით წარვადგენთ", - განმარტა შოთა მურღულიამ.
ავტორი: თეკლე მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა




13:42
12:40
10:44
















