|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაოთხმაგდა

აეროპორტების ადმინისტრაცია ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის გაოთხმაგებას აფიქსირებს. როგორც "კომერსანტს" გაერთიანების ადმინისტრაციაში განუცხადეს, 2013 წლის პირველ კვარტალში აეროპორტით დაახლოებით 13 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, ხოლო 2014 წელს ამ რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა.

 

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრები კიევიდან, დონეცკიდან, ვილნიუსიდან, ვარშავიდან, მოსკოვიდან, კატოვიცედან და მინსკიდან ჩამოდიან. ცნობისთვის: 2013 წელს ქუთაისის აეროპორტში ჯამში 188 682 ადამიანი ჩავიდა.

commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი