|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა დაგიჯდებათ ავტომობილების დაზღვევა - 2015 წელი ავტომფლობელებისთვის საკმაოდ ხარჯიანი იქნება

უკვე ცნობილია, რომ სავალდებულო ტექდათვალიერებასთან ერთად, მომავალი წლიდან სავალდებულო დაზღვევაც ამოქმედდება. დაზღვევის კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე თვეში დასრულდება და მომავალი წლის დასაწყისში ამოქმედდება. გადასახადი 100 ლარის ფარგლებში იქნება. ამ დროისთვის უცნობია, ავტომფლობელებს ახალი გადასახადის გადახდა კანონის ამოქმედებისთანავე მოუწევთ, თუ ამისათვის დრო მოგვიანებით დაწესდება.
დაახლოებით ერთ წელიწადში სავალდებულო ტექდათვალიერება აღდგება. მისი საფასური დაახლოებით 50 ლარი იქნება, მაგრამ მანქანის წესრიგში მოსაყვანად მფლობელს საკმაო თანხა დასჭირდება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ზოგიერთი ავტომობილის ტექდათვალიერებაზე გასატარებლად იმაზე მეტი ფული იქნება საჭირო, ვიდრე თავად მანქანის თვითღირებულებაა.

წყარო/Source: http://www.ambebi.

ავტორი: ნიუპრესი