|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კაზანტიპი" მომდევნო 10 წლის განმავლობაში ანაკლიაში ჩატარდება

„კაზანტიპისთვის“ ანაკლია ერთჯერადი ლოკაცია არ იქნება. „კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარება სწორედ ანაკლიაშია დაგეგმილი.

 

როგორც სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „კომერსანტს“ განუცხადეს, წლიდან წლამდე ანაკლიის სანაპირო ტურსიტების მეტ რაოდენობას მოიზიდავს და დამატებითი ადგილების შექმნა აუცილებელი გახდება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ბიზნესმენების დაინტერესება კურორტით ძალიან დიდია. როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, 4 წლის განმავლობაში ანაკლიიის ზოლში 100-მდე სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.

 

ამჟამად კი კურორტი 23 ათასიდან 25 ათასამდე ტურისტის მისაღებად არის მზად, კერძოდ: ანაკლიაში არსებულ ორ სასტუმროს 630 სტუმრის მიღება შეუძლია, სპეციალურად ფესტივალისთვის იქმნება კარვების ქალაქი 2500 კარვით, რომლებიც 2-2- პირზეა გათვლილი. ყველაზე მეტი სტუმრის მიღება კი ადგილობრივ კერძო ბიზნესმენებს საკუთარი ფართების გაქირავებით შეუძლიათ - ამ შემთხვევაში საუბარია 17 ათას ადგილზე.

 

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე ანაკლიაში „კაზანტიპისთვის“ მზადება აქტიურად მიმდინარეობს: ეწყობა ინფრასტრუტურა, კეთდება ბარები, რესტორნები, გასართობის კლუბები, მზადდება სცენები დიჯეებისთვის და ა.შ. თუმცა, ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობაში სახელმწიფო არცერთ თეთრს არ ხარჯავს და ფულს თავად ფესტივალის ორგანიზატორები გამოყოფენ.

commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი