|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხანძარი იმერეთში - წყალტუბოს ორ სოფელში ბუჩქნარს ცეცხლი გაუჩნდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მუხიანსა და ქველიშორში  ხანძარი ბუჩქნარს გაუჩნდა. ცეცხლი მუხიანში ორ ჰექტარ ფართობზე გავრცელდა.  ცეცხლის გაძლიერებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი და სიცხე.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის სამი ეკიპაჟი (ორი ქუთაისიდან და ერთი იმერეთიდან), რომელთაც დროულად მოახდინეს ცეცხლის ლოკალიზება. როგორც სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ იყო საფრთხე, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტებსაც გადადებოდა. ამ დროისთვის სახანძრო სამსახურები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას. 

ავტორი: ნიუპრესი