|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში ხელფასების ზრდას "თავისუფალი საქართველო" აპროტესტებს

   მივიღეთ უსუსური და არაფრისმაქნისი საკრებულო,  ველოდი, რომ  დაიწყებოდა ოპტიმიზაცია   და გამოთავისუფლებულ თანხებს ქალაქის საჭიროებისათვის გამოიყენებდნენ" - განაცხადა  პარტია"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა   გოგი წულაიამრომელმაც ქუთაისის  თვითმმართველობის  მიერ მიღებული  ახალი სახელფასო პოლიტიკა გაპროტესტა.

როგორც  გოგი წულაიამ განმარტა, ის მერიაში თანამშრომელბის შემცირების  შედეგად  გამოთავისუფლებული  თანხებს გადანაწილებას  ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის იმედოვნებდა, თუმცა ასე არ მოხდა და თვითმმართველობამ თავისი ხელფასების გაზრდისათვის იზრუნა.

წულაია საკრებულოსაგან  იმ გეგმის შედგენას მოითხოვს,  რომელიც რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფებული თანხების მიზნობრივ  ხარჯვა განსაზღვრავს.

 

ქუთაისი საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი  ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნეევს:   ბუნებრივია,  ინფრასტრუქტურას უნდა  მიექცეს ყურადება და ამ მხრივ,  სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული.  რაც შეეხება ხელფასებს, თვიმმართველობის ანამშრომლებს უნდა ქონდეთ ირსეული ხელფასი და ეს კეთდება ჯერ კიდევ მანამ, სანამ კონკურსი ჩატარებულა,  რადგან არ მოხდეს ხელფახების ადამიანებზე მორგება.

შეგახსენებთ, ქუთაისის  საკრებულომ ბოლო რიგგარეშე სხდომაზე  მერიის მოსამსახურეთა სახელფასო განაკვეთები დაამტკიცა, რომელიც  ძალაში 2015 წლის 1 იანვრიდან შედის და  თვითმმართველობაში დასაქმებულ მოხელეთათვის ხელფასის 10-დან- 20  პროცენტამდე ზრდას  გულისხმობს.

ავტორი: ანა ჯიქია