|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიას დათბუნების ახალი მეთოდი გააცნეს

ფირმა „კაპაროლ ჯორჯიამ“ ქუთაისის მერიაში პრეზენტაცია გამართა.  ფირმის ხელმძღვანელმა დავით შენგელიამ  მერიის წარმომადგენელებს  ფასადებისა  და ბინების დათბუნების ინოვაციური მეთოდი წარმოუდგინა.

მან  დათბუნების პრიორიტეტებსა და სწორ ექსპლუატაციაზე  ისაუბრა.   შენგელიას  თქმით,  დათბუნება ძალიან ბევრ ქვეყანაში სავალდებულოა  და უახლოეს მომავალში მათ რიცხვს  საქართველოც შეუერთდება.   ამით მოსახლეობას ელექტროენერგიის დანახარჯი შეუმცირდება,  გაუმჯობესდება  ქალაქის იერსახეც.

შეხვედრას ქალაქის მერი  შოთა მურღულიაც ესწრებოდა. მისი თქმით,  მერიის  მთავარი პრეროგატივა ქალაქის იერსახეზე ზრუნვაა. - “ჩვენ  საკითხს ვსწავლობთ და შევარჩევთ იმ ოპტიმალურ ვარიანტს,  რითაც  შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის გადაჭრა“.  მისივე თქმით,  ძალიან კარგია მსგავსი პროექტების განხორციელება,  თუმცა ეს გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული. -  „საკმაოდ ძვირი  პროექტია,  შეიძლება პირველ ეტაპზე ვერ გაწვდეს ქალაქის ბიუჯეტი.   თუ შესაძლებლობა იქნება,   ჩვენ დავამუშავებთ თანადაფინანსების  პროგრამას. “ - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

       

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი