ცამციშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მოწმე დაკითხეს
ქუთაისის
საქალაქო სასამართლოში, ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამსახურის, ყოფილი უფროსის თემურ ცამციშვილის საქმეზე მორიგი მოსმენა გაიმართა, სადაც
მოწმის სახით, რაგბის სკოლის დირექტორის მოადგილე ავთანდილ ჩუბინიძე დაიკითხა.
ჩუბინიძის
განცხადებით, მან რაგბისტები მორიგი თამაშისთვის თბილისში, ლოკომოტივის სტადიონზე წაიყვანა,
რისთვისაც ტრანსპორტი მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა
გამოყო. მისივე თქმით, აღნიშნულ დღეს რიკოთის გვირაბი დაკეტილი იყო, სწორედ ამიტომ
მათ შემოვლითი გზით სარგებლობა მოუხდათ, რამაც ხარჯების ზრდა გამოიწვია. მისივე თქმით, ქალაქში გვიან დაბრუნების გამო საჭირო გახდა ბავშვების უბნებზე მიყვანა.
აღნიშნულ
საქმეზე სასამართლო მოსმენები გრძელდება.
ავტორი: გიგა გელხვიიძე