|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანდრო ბარნოვი: "ქვეყანაში ძირითად პროცესებს საზოგადოება უნდა მართავდეს"

"ქვეყანაში ძირითად პროცესებს საზოგადოება უნდა მართავდეს. წარსულს  ჩავაბაროთ ის დრო, როცა სრულიად დამოკიდებულები ვიყავით მთავრობაზე და მის კეთილ ნებაზე"- განაცხადა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ანდრო ბარნოვმა ქუთაისში "განათლება და დემოკრატია "-ამ სახელწოდების საჯარო ლექციაზე, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

  დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში განათლების როლზე გაამახვილა ყურადღება მომხსენებელმა.  მისი თქმით: „საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, ამ განვითარების შემქმნელი ჩვენი საზოგადოების პროგრესული ნაწილია. რომლებიც თავიანთი ცოდნით ქმნიან მომავალს." ბარნოვის თქმით, საზოგადოებაში არსებული პრობლემები განათლების დონის ამაღლებით უნდა გადაიჭრას.  საჯარო ლექციები   მან უკვე გამართა თელავში და გორში, ქუთისის შემდეგ იგი ლექციას ზუდგიდში წაიკითხავს.

ავტორი: ანა ჯიქია