|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულიას მივლინება 403 ლარით და 70 თეთრით დაფინანსდა

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ნორვეგიაში ვიზიტი 403 ლარით და 70 თეთრით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ქუთაისის მერი პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის და თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ნორვეგიის სამეფოში იმყოფებოდა.

21 დან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცვნენ ადგილობრივ და რეგიონალურ ხელმძღვანელებს შორის თანამშრომლობისა და დაგეგმვის პროცესებს, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი