ქუთაისში ფოტოკონკურსი "ილო 2014" დაიწყო
ქუთაისში ტრადიციული ფოტოკონკურსი „ილო 2014“ დაიწყო, კონკურსის მიზანი ნიჭიერი ფოტოგრაფების გამოვლენა და ფოტოხელოვნების წახალისებაა.
საკონკურსო თემა თავისუფალია. კონკურსში მონაწილეობის მიღება, როგორც როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს შეუძლიათ.
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები. I - ადგილი
800, II – 600, III – 500 ლარი. გარდა ამ სამი ნომინაციისა facebook.com-ის გვერდზე მოწონებათა
საშუალებით გამოვლინდება ხალხის რჩეული. საკუთარ რჩეულს დაასახელებს "თიბისი
ბანკი".
წლევანდელ კონკურსს ქართველ და ებრაელ ხალხს შორის 26 საუკუნოვანი მეგობრობის აღნიშვნავად , რუბრიკა „ებრაული ფერები ქართულ პალიტრაზე“ დაემატა. მონაწილეებმაც უნდა წარმოადგინონ ის ფოტონამუშევრები, რომლებიც ქართულ სინამდვილეში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არქიტექტურასა თუ ადამიანურ პორტრეტებში ებრაელი ერის დამახასიათებელ ხასიათსა და კოლორიტს წარმოაჩენენ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი 25 ნოემბრამდე უნდა შეავსონ. გამარჯვებულები 2 დეკემბერს გამოვლინდებიან.
ფოტოკონკურსი „ილო“ ქუთაისში, 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მას ორგანიზებას ქალქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს.
ავტორი: ანა ჯიქია