|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთი აფხაზეთის მაგალითის სამხრეთ ოსეთში გამეორებას აპირებს

  ამ დროისათვის  ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაცია ეგრეთწოდებულ "სამხრეთ ოსეთთან"  მიმართებაში  იმავე შინაარსის რეზოლუციის მიღებას გეგმავს, როგორიც  აფხაზეთთან დაკავშირებით მოამზადა.

   ამ საკითხთზე  პირველ კომენტარს აკეთებენ  საქართველოს პარლამენტში. 
,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებთ,  რუსეთის ეს გადაწყვეტილება, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მას დაგეგმილი აქვს თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე.
   ,,რუსეთს აქვს დაგეგმილი და წინასწარ განზრახული მასშტაბური თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და ამას ჩვენი ხელისუფლება ხვდება დეზორგანიზებული, დაშლილი, მას არ შეუძლია არც საშინაო ერთობის ორგანიზება და არც კონსოლიდაცია საერთაშორისო მხარდაჭერისა. ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა თვითონ შეასრულოს ის მოვალეობა, რაც ეკისრება ხელისუფლებას." - განაცხადა წიკლაურმა.

   ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ანექსია, ეს არ არის სიახლე და ხელისუფლებას დარჩენილი აქვს ერთადერთი გზა, განგაში მსოფლიო დონეზე.
,,დიახ, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი არის კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯები. ეს პროცესი ახალი არ არის და განგაში  უკვე დიდი ხანია  დაწყებულია.  სამწუხაროდ,  ამ ტერიტორიაზე ჩვენ სიტუაციას ვერ ვაკონტროლებთ, მიუხედავად ყველა ხელშეკრულებისა,  იქ დგას რუსეთის ბაზები.  ჩვენ გვრჩება ისევ ის გზა, განგაში მსოფლიო დონეზე და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვა. სხვა გზა არ გვაქვს." - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე