3 ნოემბერს ბორის გაპონოვის ძეგლი დაიდგმება
ქართულ-ებრაული დღეების ფარგლებში, ქუთაისში "ვეფხისტყაოსანის" ივრითზე მთარგმნელის, ბორის გაპონოვის ძეგლი დაიდგმება.
ძეგლი 3 ნოემბერს, მისივე სახელობის ქუჩის დასაწყისში გაიხსნება.
"მივიღეთ გადაწყეტილება, რომ ძეგლი ქუჩის დასაწყისში, ბორის გაპონოვის სახლთან დაგვედგა. ვფიქრობ, რომ მართებული გადაწყვეტილებაა, რადგანაც ტროტუარი ფართოა და მოსახლეობას ხელს არ შეუშლის ძეგლის არსებობა."-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ, ნოდარ მიქიშვილმა.
ბორის გაპონოვის ქანდაკება იპოლიტე ხვიჩიას ძეგლის კომპოზიციის მსგავსია.
ქანდაკება ნატურალური ზომისაა. მოქანდაკე გიორგი კიკვიძე ამბობს, რომ ძეგლის ამგვარი კომპოზიცია უფრო პრაქტიკულია.
ავტორი: თამარ რაზმაძე