|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულომ ბიუჯეტის შედეგები საკითხის მოუმზადებლობის გამო ვერ განიხილა

 ქუთაისის საკრებულომ  ბიუჯეტის  9 თვის შესრულების ანგარიში საკითხის  მოუმზადებლობის გამო ვერ შეძლო.

 საკრებულოს რიგით მეხუთე,  რიგგარეშე სხდომაზე განსახილველად  5 საკითხი  გამოიტანეს. მათ  შორის  ვერ  მოხვდა 2014 წლის   ცხრა  თვის  ფინანსური  ანგარიში,  რომელიც თავდაპირველად დღის წესიგში ჩასმული იყო.

საკრებულოს  იურიდიულ საკითხთა კომისიიავმჯდომარემ,  კახა დვალიშვილმა   დღის წესრიგიდან   საკითხის ამოღება მისი მოუმზადებლობით ახსნა:  „ამ საკითხის  განხილვისთვის  ცოტა დრო გვქონდა, კანონი არ დაგვირღვევია,  ეს 7 დღით ადრე უნდა ყოფილიყო ცნობილი დეპუტატებისთვის,  რაც ვერ მოხერხდა. უბრალოდ,  დრო არ გვეყო შესასწავლად. შესაბამის კომისიასთან ერთად გავივლით ამ საკითხს და მომავალ რიგგარეშე სხდომაზე აუცილებლად იქნება შემოტანილი.“ - განაცხადა კახაბერ დვალიშვილმა.

განსხვავებული  პოზიცია აქვთ "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს".  ბესიკ ბრეგაძის თქმით, უკვე მეორეჯერ გვიანდება ფინანსური ანგარიშის განხილვა.  პირველად ეს 6 თვის ანგარიშთან დაკავშირებით მოხდა.  ბესიკ ბრეგაძის განმარტებით,   ფინანსური ანგარიშის დაგვიანება ხელს შეუშლის მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვას.  „აგერ უკვე მე-11 თვე იწყება და არცერთ სამსახურს არ აქვს წარმოდგენილი ფინანსური ანგარიში, იმ დროს როცა 15 ნოემბერს 2015 წლის ახალი ბიუჯეტი უნდა შემოგვივიდეს განსახილველად.  ამ ფონზე ანალიზს ვერ გავაკეთებთ და ვიტყვით რამდენად რეალური იქნება მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯვითი ნაწილი.  9 თვის ბიუჯეტის წარმოდგენა,  ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის ახირება. ეს საჭიროა მერიის აღმასრულებელი ორგანოს და საკრებულოს საქმიანობას სწორი წარმართვისთვის .

ბრეგაძის თქმით,  ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ მიმდინარეობს ბიუჯეტის  არარეალური დაგეგმვა.   თითქმის ყველა საკრებულოს სხდომაზე გამოდის საბიუჯეტო ცვლილებები და ეს არსწორი მენეჯმენტის ბრალია.  არც დაგეგმილი ღონისძიებების ანალიზი ხდება და შესაბამისად,  ვერც დარჩენილი პერიოდის შესაბამისი ღონისძიებები იგეგმება.  ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ ეს ინფორმაცი. მივაწოდოთ საზოგადოებას, რათა გავაანალიზოთ და ლოგიკური პროექტები გვქონდეს მომავალ წელს.“ - განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ " Newpress. ge-სთან საუბარში .

 

ავტორი: ანა ჯიქია