სოხუმში საპროტესტო აქცია მიდინარეობს
ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქში რუსეთის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ამ ინფორმაციას სოხუმში მიმდინარე პროცესებზე ინტერნეტ გამოცემა "ნაშა აფხაზია" ავრცელებს.
დემონსტრაციის მონაწილეები საოკუპაციო რეჟიმის ე.წ.პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთანშეხვედრას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება რუსეთთან "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმებას გააფორმებს, აფხაზეთი სუვერენიტეტს დაკარგავს.
გეგმის თანახმად, დოკუმენტის ხელმოწერისა და რატიფიკაციის პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
წყარო: cp.ge
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა