დღეიდან აღმწერები მოსახლეობას საყოველთაო აღწერის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან
დღეიდან აღმწერები ოჯახების წინასწარ შემოვლას განახორციელებენ და მოსახლეობას საყოველთაო აღწერის შესახებ აცნობებენ. ამასთან დაკავშირებით "საქსტატი" მოსახლეობას თხოვნით მიმართავს აღწერისას ითანამშრომლონ "საქსტატის" წარმომადგენლებთან და მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურში განაცხადეს, 1-3 ნოემბრის ჩათვლით მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში შერჩეული 10 ათასამდე აღმწერი, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების წინასწარ შემოვლას განახორციელებენ და მოსახლეობას აცნობებენ მოსალოდნელი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ.
"საქსტატის" აღმწერები ოჯახებთან შეათანხმებენ მათთვის მოსახერხებელ დროს გამოკითხვისათვის.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბერს დაიწყება და 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი