|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ალასანია - მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულებმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, მისი უწყების დაკავებული მაღალჩონოსნების "სამართლებრივად დაჩაგვრის ელემენტებს" ხედავს.
როგორც ალასანიამ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამის წინაპირობა იმაში ჩანს, რომ "პროცესი დახურულად წარიმართა".
"მე ახლა ვარ კონცენტრირებული გავერკვე საქმის ვითარებაში, ყველა დეტალი შევისწავლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ბიჭებმა თავი სამართლებრივად დაცულად იგრძნონ, ამიტომ, მე, რა თქმა უნდა, მთელ ყურადღებას გადავიტან იმაზე, რომ მათ არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად, ამის ელემენტები და წინაპირობები, სამწუხაროდ, უკვე ჩანს, ისე წარიმართა პროცესი – დახურულად. გამოძიებას წინ არავინ და არაფერი არ უნდა აღუდგეს, სრული ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური სარჩული, მოგვიანებით ვილაპარაკებთ,"- განაცხადა ალასანიამ.


იხილეთ სრულად: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი