ქუთაისში პატიმრის შვილმა თავის დაწვა სცადა
ქუთაისში, სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებასთან პატიმარ რუსლან პერტაიას შვილმა თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა, თუმცა
ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა თავის დაწვის საშუალება არ მისცეს.
მეორე
სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან
იმყოფებიან სახანძროს, სასწრაფოსა და პატრულის წარმომადგენლები.
როგორც
რუსლან პერტაიას შვილი აცხადებს, თუკი პატიმრის საქმე დროულად არ განიხილება, ციხესთან თავს დაიწვავს.
ციხეში
პატიმარ რუსლან პერტაიასთან იმყოფებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომელთა
განცხადებით, პატიმარს
ციხის იატაკზე ხელი აქვს დაჭედებული და სხეულზე რამდენიმე თვითდაზიანება აქვს მიყენებული.
გავრცელებული
ინფორმაციით, მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
წყარო: ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი