|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტიდან ორი ჩეჩენის დეპორტაცია განხორციელდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რუსეთის ორმა მოქალაქემ, ეროვნებით ჩეჩენმა, გუშინ, საღამოს დატოვა. ქუთაისის აეროპორტში დაკავებული მოქალაქეები მოსკოვში, ქუთაისი- მოსკოვის რეისით გაბრუნდნენ. 
როგორც სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რუსეთის ორ მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი იმ მიზეზით ეთქვა, რომ მათ მესაზღვრეების კითხვებს ვერ უპასუხეს. 
აეროპორტში დაკავებულების საქმის შესწავლაში სახალხო დამცველის აპარატიც ჩაერთო. როგორც ომბუდსმენის რწმუნებული მადონა ბასილაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, საქმის შესწავლის შემდეგ სახლხო დამცველი კომენტარს თავად გააკეთებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიური სახლის" ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ დააკავეს ერთ-ერთი ჩეჩნური ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჩეჩენი ეროვნების ბეკჰან გელგოევი, რომელსაც მოსკოვში დეპორტირებას უპირებდნენ.
როგორც "კავკასიური სახლის" წარმომადგენელმა, ტატო ხუნდაძემ განაცხადა, გელგოევი ქუთაისში ბუდაპეშტიდან ჩავიდა, ის აპირებდა თბილისში გაჩერებას და შემდეგ გროზნოში გამგზავრებას. ხუნდაძის თქმით, გელგოევი საზღვარზე დააკავეს. მისივე თქმით, გელგოევს არ უთხრეს, თუ რა მიზეზით იყო დაკავებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიური სახლის" წარმომადგენელი დაკავების შესახებ საქმის კურსში თავად ბეკჰან გელგოევმა ჩააყენა.


წყარო: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი