|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია გოქაძე :"ქუთაისის საკრებულო "ბუტკაშია"

ქუთაისის საკრებულომმოძრაობის ,,დაიცავი კონსტისტუციის 48- მუხლი" წევრების მოთხოვნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გამართვის შესახებ, სადაც განხილული იქნება პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი, კანონშეუსაბამოდ მიიჩნია.

,,საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება გამგებლის/მერის საკრებულოს თავმჯდომარის, ან საკრებულოს წევრთა ერთი მესამედის წინადადების საფუძველზე და არა რომელიმე კონკრეტული მოძრაობისა თუ არასამთავრობოს მოთხოვნის შემთხვევაში."-ნათქვამია საკრებულოს მიერ მოწერილ წერილში, სადაც  ასევე ხაზგასმულია, რომ კონსტიტუციის 48– მუხლის მიხედვითპარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქალაქი ქუთაისი და ამ საკითხის დამატებითი განხილვის საჭიროება არ არსებობს. 

საკრებულოს ამ პასუხმა  მოძრაობის წარმომადგენლები არ დააკმაყოფილა. მათი განმარტებითაუცილებელია ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ გააკეთოს განცხადება და დააფიქსიროს თავისი პოზიცია პარლამენტთან დაკავშირებით. ,,ეს წერილი პირდაპირ გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საკითხიდან გაქვევას. მიგვაჩნია, რომადგილობრივმა საკრებულომ უნდა განიხილოს ეს საკითხი, რადგანაც თითოეულქუთაისელს  უთხრან, რა ხედვა გააჩნიათ ქუთაისის მომავალთან დაკავშირებით" –განაცხადა მოძრაობის ერთერთმა წევრმა გიგა შუშანიამ.

  მოძრაობის წევრ გია გოქაძის განცხადებით კი, საკრებულო დღეს "ბუტკაში" იმყოფება:,,საკრებულო აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში და ის არ გამოხატავს ქუთაისისინტერესებს და ბატონი ბიძინას სიტყვები რომ გამოვიყენოთ, საკრებულო "ბუტკაში" აღმოჩნდა".

ავტორი: გიგა გელხვიიძე