ქუთაისში ქართულ-ებრაული კულტურის დღეებს აღნიშნავენ
ქუთაისში ქართულ -ებრაული ურთიერთობის აღსანიშნავად ებრაული დელეგაცია იმყოფება, რომლის შემადგენლობაში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქის, აშკელონის მერი იტამან შიმონი, ვიცე -მერი შაფთაი ცური, მსოფლიო ებრაელთა კონგრესის თავმჯდომარე საქართველოში - დავით ბალუაშვილი, მისი მოადგილე - ჯამლეტ ხუხაშვილი იმყოფებიან.
ებრაულ-ქართული დელეგაცია „ვეფხისტყაოსანის“ ივრითზე მთარგმნელის ბორის გაპონოვის ძეგლის გახსნას დაესწრო, რომელიც მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ უსასყიდლოდ შეასრულა.
დღესვე ისრაელის დელეგაცია წყალტუბოში „პრომეთეს მღვიმეს“ და ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოინახულებს.
საღამოს მესხიშვილის თეატრში ქართულ -ებრაული ურთიერთობისადმი
მიძღვნილი კონცერტი დაასრულებს.
ავტორი: ანა ჯიქია