|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის რაგბის კლუბმა "ბაგრატი" თბილისის "სტუ" 36:0 დაამარცხა

საქართველოს რაგბის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მეექვსე ტური გაიმართა. ერთმანეთს ქუთაისის "ბაგრატი" და თბილისის "სტუ" დაუპირისპირდნენ.

ცუდი ამინდის მიუხედავად მატჩი დაძაბული აღმოჩნდა. ქუთაისის "ბაგრატის" მორაგბეებმა მეტოქეს 5 უპასუხო ლელო გაუტანეს. ქუთაისელთა ფეხჩუბინმა 3 რეალიზაციაც ზუსტად შეასრულა და "ბაგრატის" მორაგბეებმა საბოლოო ანგარიშით მეტოქეს 36:0 სძლიეს.

"ამინდის გამო ხელით თამაში ვერ განვახორციელეთ, კომბინაციური შეტევები ვერ ავაწყვეთ. იყო რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი. სტატიკურ მდგომარეობაში მოწინააღმდეგეს შანსი არ დავუტოვეთ და ყველაფრის მიუხედავად 36ით 0 მოვუგეთ." - განაცხადა ქუთაისის "ბაგრატის" მწვრთნელმა, ბექა სხულუხიამ.

ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის პირველ ლიგას ცხრილის სათავეში გასულ წელს უმაღლესი ლიგიდან გამოვარდნილი "აკადემია" 25 ქულით უდგას. ხოლო მეორე ადგილზე მას "ბაგრატი" მოსდევს 23 ქულით. 22-23 ნოემბერს "აკადემია" თბილისში ქუთაისურ კლუბს უმასპინძლებს.

 

ავტორი: ასმათ ყურაშვილი