სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყებას თხოვს
წყალტუბოს პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი პროკურატურას გამოძიების დაწყებას თხოვს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის მოქალაქე დ.ხ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2014 წლის 18 სექტემბერს დ.ხ საკუთარ სახლში დააკავეს, წაიყვანეს სოფელ გუბისწყლის ტერიტორიაზე და ყაჩაღობის ფაქტის აღიარების მიზნით უმოწყალოდ ცემეს. ცემის და წამების შემდეგ, იგი ხელებზე ბორკილებდადებული მთელი ღამის განმავლობაში, ქვედა საცვლის ამარა დატოვეს ტყეში. მხოლოდ მეორე დილის 6.00 საათზე წაიყვანეს შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოში, ხოლო შემდეგ, ქუთაისის დროებით მოთავსების იზოლატორში.
დ.ხ-ს განცხადებით, ვინაიდან, წამების მიუხედავად მან არ აღიარა ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, შარვლის მარჯვენა წინა ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის მოხმარების ფაქტიც შესაბამისი შემოწმების დროს არ დაუდგინდა.
დ.ხ-ს სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრის დროს ხელებზე, ფეხებზე და ზურგზე აღენიშნებოდა ფუფხით დაფარული დაზიანებები.
განსაკუთრებით საგულისხმოა ის გარემოება, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის თანახმად, დ.ხ-ს დაკავების მომენტში რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა, ხოლო რამდენიმე საათში, დროებით მოთავსების იზოლატორში შემოწმების დროს, მას სხეულზე არაერთი მნიშვნელოვანი დაზიანება ჰქონდა.

ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა