|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თვითმმართველობაში 4071 განაცხადია შესული

ამ დროისათვის 4071 აპლიკანტია დარეგიტრირებული    საკრებულოსა და მერიაში გამოცხადებულ  179 ვაკანტურ  ადგილზე.

 აქედან   საკრებულოში დასაქმების სურვილი  მხოლოდ 677 აპლიკანტს აღმოაჩნდა,  ხოლო დანარჩენები  თავიანთ  მომავალ სამუშაო ადგილს  მერიაში მოიაზრებენ. 

საკრებულოს ვაკანსიებიდან  ყველაზე დიდი კონკურსი   საკრებულოს აპარატის მოქალაქეთა მიღების, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი(საქმისწარმოების საკითხებში) თანამდებობის  ვაკანტურ ადგილზეა ამ ვაკანსიაზე 107 განაცხადია შესული.

ყველაზე ცოტა - 26 განაცხადი   საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზეა შესული.

 

 რაც შეეხება ქუთაისის მერიის ვაკანსიებს, ამ დროისათვის 3392 აპლიკაციაა შესული. აქ აპლიკანტების ყველაზე მეტი რაოდენობა საბინაო სამსახურის ვაკანტურ ადგილებზე მოდის,  თავისუფალი ადგილების რაოდენობა კი 2-ზე მეტია. 

ქუთაისის მერიის ვაკანტურ ადგილებიდან ყველაზე ცოტა განაცხადი 9 აპლიკაცია
არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზეა შესული.  

 

 ქუთაისის   მერიის ვაკანსიებზე განაცხადის შევსების ვადა დღე იწურება, ხოლო ქუთაისის  საკრებულოს ვაკანსიებზე დარეგისტრირება მსურველებს ჯერ კიდევ, 5 ნოემბრამდე შეუძლიათ. სავარაუდოდ,აპლიკანტთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

განცხადებების  მიღების დასრულების შემდეგ საკონკურსოსაატესტაციო კომისია ბრიფინგს გამართავს.

კონკურსის მეორე ეტაპი, განცხადებების გადახარისხებას ითვალიწინებს, რომელიც 5 სამუშაო დღეში დასრულდება.

 

 

ავტორი: ანა ჯიქია