„არტისტერიუმი“-თბილისის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა იწყება
თბილისში, თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო
გამოფენა „არტისტერიუმი“ გაიხსნება. ამის შესახებ კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე
განაცხადეს. “არტისტერიუმი” 7 ნოემბერს გაიხსნება და 10 დღის განმავლობაში, ფართო
საზოგადოებას, მონაწილეებსა და სტუმრებს გამოფენათა
ციკლს და საგანმანათალებლო პროგრამას შესთავაზებს. წლევანდელი გა,მოფენის თემაა: „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!“ - ფრაზა აღებულია 1995 წლის ამერიკული
ფილმიდან „აპოლო 13“, რომელიც რეალურ ისტორიაზეა აგებული და მთვარეზე დაჯდომის მცდელობისას
ერთ-ერთი მისიის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება.
ღონისძიებაში მონაწილეობას 105 მხატვარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს: საქართველო, აშშ,
გერმანია, ირლადია, სომხეთი, თურქეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ახალი ზელანდია, ბოსნია-ჰერცეგოვინა,
ს.კორეა, უკრაინა, ჰოლანდია, შვეიცარია, ისრაელი.
„არტისტერიუმს“ საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის
ისტორიის მუზეუმის წარმომადგენელი ლიკა მამაცაშვილი და საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორები: მაგდა გურული და ილიკო
ზაუტაშვილი გაუძღვნენ.
„არტისტერიუმი“ 2008 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება.
ავტორი: ნიუპრესი